Home გართობა და შჯიბრებები საქართველო IWA-ს საქველმოქმედო საშობაო ბაზრობაზე

საქართველო IWA-ს საქველმოქმედო საშობაო ბაზრობაზე

by administrator
0 comment

რუმინეთში საქართველოს საელჩომ ტრადიციულად მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ქალთა ასოციაციის (IWA) საქველმოქმედო საშობაო ბაზრობაზე.

საერთაშორისო ქალთა ასოციაციის საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პატრონაჟით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ბუქარესტში აკრედიტებულმა 55-ზე მეტმა საელჩომ და საერთაშორისო ორგანიზაციამ.

საქართველოს საელჩოს სტენდზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო, ტრადიციული კერძები, სუვენირები და პუბლიკაციები საქართველოს პოპულარიზაციისათვის.

საშობაო ბაზრობის შედეგად მიღებული თანხა გადაეცა ღონისძიების ორგანიზატორებს, რომელიც მოხმარდება ხანდაზმულთა მხარდაჭერას.

You may also like

Leave a Comment

12 + 19 =