ბრიუსელის ისტორიისა და ხელოვნების სამეფო მუზეუმში, „ევროპალია -საქართველო“ ფარგლებში, 27 ოქტომბერს გაიხსნა გამოფენა „საქართველო-შეხვედრების ადგილი“.
ამის შესახებ ინფორმაციას ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ავრცელებს.
ბრიუსელის მუზეუმში გამოფენილია ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის უნიკალური ექსპონატი – ჯოისუბნის „მცხეთის“ წმ. გიორგის ეკლესიის აღმოსავლეთის ფასადის განკითხვის სცენის სარკმლის რელიეფური კომპოზიცია (მე-X ს).
დამთვალიერებლებს ექსპოზიციის ნახვა 2024 წლის 18 იანვრამდე შეუძლიათ.