Home სახელმწიფო – დიასპორის ამბები საშობაო შეხვედრა ავსტრიაში ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებთან

საშობაო შეხვედრა ავსტრიაში ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებთან

by administrator
0 comment
ავსტრიაში საქართველოს საელჩომ ქართული სათვისტომოს ხელოვნებისა და მედიცინის სფეროს წარმომადგენლებს ვენაში უმასპინძლა.
სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა ავსტრიის რესპუბლიკაში, ქეთევან ციხელაშვილმა და შობა-ახალი წელი მიულოცა.
ელჩმა ავსტრია-საქართველოს შორის არსებული მტკიცე ურთიერთობებისა და ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯების, ასევე მიმდინარე წლის გეგმებისა და პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა.
ციხელაშვილმა მადლობა გადაუხადა ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებს საქართველოს წარმოჩენის მიზნით მათ მიერ შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა.
საღამო მუსიკალურად გააფორმა ვოკალურმა გუნდმა “ჰარალომ”. ქართველებთან ერთად, ავსტრიელმა და ამერიკელმა მომღერლებმა ქართული ხალხური სიმღერები, მათ შორის საშობაო “ალილოს” რამდენიმე ვარიაცია შეასრულეს.

You may also like

Leave a Comment

three × four =