Home ეროვნული სული „ქართული დღეები კუნძულ ტექსელზე“

„ქართული დღეები კუნძულ ტექსელზე“

by administrator
0 comment

მიმდინარე წლის 10-13 ნოემბერს ნიდერლანდების ქართული კულტურის ცენტრის ორგანიზებითა და თიკა სვანიძე ვენკოს ინიციატივით ნიდერლანდების სამეფოში, კუნძულ ტექსელზე გაიმართება საერთაშორისო დიასპორული პროექტი სახელწოდებით „ქართული დღეები კუნძულ ტექსელზე“.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა შემეცნებითი და კულტურული აქტივობები, მათ შორის ვიზიტი ტექსელის ავიაციისა და ომის მუზეუმში, სხვადასხვა საგანმანათლებო აქტივობები, საჯარო ლექციები, კალიგრაფიის მასტერკლასები და ქართული ღვინის დეგუსტაცია.

ასევე მოეწყობა ქართველ მეწარმეთა პროდუქციის, მათ შორის, ქართული ღვინის, ჩაის, “მეწარმე ქალთა ასოციაცია ავეს” მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

ამავე პროექტის ფარგლებში მოეწყობა საქართელოს ტურისტული პოტენციალის გააცნობა კუნძულ ტექსზელზე შეკრებილი საზოგადოებისთვის.

აღსანიშნავია, რომ პროექტი “ქართული დღეები კუნძულ ტექსელზე“ საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამის,“დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის” ფარგლებში ხორციელდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ ნიდერლანდებში ქართული კულტურის ცენტრს: https://www.facebook.com/GeorgischeCultuurInNederland

You may also like

Leave a Comment

5 × 5 =