Home სახელმწიფო – დიასპორის ამბები საქართველოს ელჩი ბერნის უნივერსიტეტის რექტორს შეხვდა

საქართველოს ელჩი ბერნის უნივერსიტეტის რექტორს შეხვდა

by administrator
0 comment

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში, რევაზ ლომინაძე ბერნის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ქრისტიან ლოიმანს და განვითარების მიმართულების ვიცე-რექტორს, პროფესორ ვირჯინია რიხტერს შეხვდა.

ელჩმა რექტორს მადლობა გადაუხადა ბერნის უნივერსიტეტში ქართული სწავლების ინტერდისციპლინური კურსის    „საქართველო ცივილიზაციათა გზაგასაყარზე“ – მხარდაჭერისთვის.  მხარეებმა ისაუბრეს მომავალ სასწავლო წელს კურსის გაგრძელებისა და მისი გაფართოვების შესახებ.

ასევე  განიხილეს ბერნის უნივერსიტეტსა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს შორის თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.

შეხვედრაზე გამოიკვეთა ინტერესი სტუდენტებისა და მკვლევრების გაცვლითი და სასტიპენდიო პროგრამების, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამებისა და სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმის ფარგლებში თანამშრომლობის მიმართ.

1528 წელს დაარსებული ბერნის უნივერსიტეტი მსოფლიოს 150 საუკეთესო უმაღლეს სასწავლებელთა შორისაა. ამ უნივერსიტეტში დღეისათვის სწავლობს 19 300 სტუდენტი 120 ქვეყნიდან. უნივერსიტეტის ბაზაზე მიმდინარეობს კვლევები ისეთ სფეროებში, როგორიცაა მდგრადი განვითარება, მედიცინა, კლიმატი და კოსმოსი.

You may also like

Leave a Comment

one × 2 =