Home სახელმწიფო – დიასპორის ამბები საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებისთვის საქართველოსა და სომხეთში ბიომეტრიული პირადობის მოწმობით მოგზაურობის შეთანხმება ამოქმედდა 

საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებისთვის საქართველოსა და სომხეთში ბიომეტრიული პირადობის მოწმობით მოგზაურობის შეთანხმება ამოქმედდა 

by administrator
0 comment

„საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქალაქეთა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება ძალაში შევიდა.  შეთანხმება მიზნად ისახავს საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებისათვის ურთიერთმიმოსვლის კიდევ უფრო ხელსაყრელი პირობების შემოღებას.

შეთანხმების თანახმად, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებს უფლება აქვთ, იმოგზაურონ საქართველოდან სომხეთში და პირიქით ბიომეტრიული პირადობის მოწმობით, საერთაშორისო მიმოვლისათვის ნებადართული სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით.

შეთანხმებას ხელი მოეწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მიერ ერევანში 2023 წლის 12 იანვარს. ეს შეთანხმება ანაცვლებს 1993 წლის 19 მაისს ხელმოწერილ შეთანხმებას “საქართველოს რესპუბლიკისა და სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეთა მათ ტერიტორიაზე უვიზო მოძრაობის შესახებ”.

 

 

 

 

 

 

You may also like

Leave a Comment

eleven − 11 =