ქალაქ მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ 5 ნოემბერს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროექტის„ქართული თოჯინების ისტორია, ანიმაციის ისტორია, თოჯინების თეატრი“ ფარგლებში, გერმანიაში მცხოვრები დიასპორელი ბავშვებისთვის შემეცნებით ღონისძიებას უმასპინძლა.
ქართულ-გერმანული კულტურისა და განათლების გაერთიანება „გეორგიკასთან“ არსებული საკვირაო სკოლის მოსწავლეებს საქართველოს ხელოვნების სასახლის საგანმანათლებო პროექტების კურატორმა, ლალუ ხოსიტაშვილმა ვირტუალურად დაათვალიერებინა XIX საუკუნეში აგებული საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმი.
პროექტების კურატორმა დიასპორელ ბავშვებს გააცნო მუზეუმის დაარსების ისტორია და მათი ჩართულობით განიხილა გამორჩეული ექსპონატების მნიშვნელობა.
ასევე, ღონისძიების ფარგლებში დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა მიეცა, დაეთვალიერებინათ მუზეუმში არსებული თოჯინების კოლექცია.