ავსტრიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ვენაში Ehrbar Saal-ის საკონცერტო დარბაზში ქართული სიმღერების საღამო გაიმართა, ანსამბლ “ალილოსა” და “შვიდკაცას წევრების, დავით ნოზაძის, ნიკოლოზ კირვალიძის, სანდრო კობახიძისა და გია დავითიანის, მონაწილეობით.
ღია კონცერტის დასაწყისში სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა ავსტრიის რესპუბლიკაში, ქეთევან ციხელაშვილმა.
საღამოს ესწრებოდნენს ავსტრიაში მცხოვრები თანამემამულეები, ავსტრიის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ანდრეას მინიხი, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური ურთიერთობების სექციის ხელმძღვანელი, გერჰარდ ზაილერი, აგრეთვე, სტუმრები სლოვაკეთიდან და ავსტრიაში მყოფი საქართველოს მეგობრები.