Home სახელმწიფო – დიასპორის ამბები ზალკალიანის შეხვედრა კალიფორნიულ დიასპორასთან

ზალკალიანის შეხვედრა კალიფორნიულ დიასპორასთან

by administrator
0 comment

აშშ-ში საქართველოს ელჩი, დავით ზალკალიანი, კალიფორნიის შტატში ვიზიტის ფარგლებში, ჩრდილოეთ კალიფორნიაში მცხოვრებ თანამემამულეებს შეხვდა.

შეხვედრა სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალური კონსულის, ლევან ბერიძის და დიასპორული ორგანიზაცია “საქართველოს მემკვიდრეობის ფონდის” დამფუძნებლის, ლიანა ნიცესკაიას, ინიციატივით TBS Design Gallery-ში გაიმართა.

ელჩმა დიასპორულ ორგანიზაციას ორი წლის იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ დიასპორის აქტიური ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიზნების – ევროპული და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის, მიღწევის პროცესში.

ელჩმა მადლობა გადაუხადა კალიფორნიაში მოღვაწე ქართველებს, რომლებიც თვალსაჩინოდ წარმოაჩენენ საკუთარ ქვეყანას და აღნიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა საქართველოს სახელმწიფოს მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ვაშინგტონში საელჩოს და სან ფრანცისკოში გენერალური საკონსულოს კარი მუდამ ღიაა საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის.

You may also like

Leave a Comment

eighteen + one =