Home სახელმწიფო – დიასპორის ამბები შეხვედრა პეკინის სკოლების მოსწავლეებთან ჩინეთში საქართველოს საელჩოში

შეხვედრა პეკინის სკოლების მოსწავლეებთან ჩინეთში საქართველოს საელჩოში

by administrator
0 comment
ჩინეთში საქართველოს საელჩოში გაიმართა შეხვედრა პეკინის სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებთან.
საელჩოს თანამშრომლებმა ნატალია კვაჭაძემ და თამარ ქვლივიძემ  პრეზენტაციის მეშვეობით  ბავშვებს გააცნეს მრავალმხრივი ინფორმაცია საქართველოს ისტორიის, კულტურის, დამწერლობისა და ტრადიციების შესახებ. თავის მხრივ, მოსწავლეებმა წარუდგინეს საელჩოს თანამშრომლებს, წინასწარ მომზადებული მასალები საქართველოზე.
ბავშვებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა, დაეგემოვნებინათ ქართული ტკბილეულობა – ფელამუში, გოზინაყი და ა.შ. 
შეხვედრის ბოლოს საქართველოს ელჩმა არჩილ კალანდიამ საელჩოში სტუმრობასთან დაკავშირებით სკოლის მოსწავლეებს შესაბამისი სერთიფიკატები გადასცა.
პეკინის სხვადასხვა სკოლებთან შეთანხმების შედეგად, მსგავსი ფორმატის ღონისძიებები საელჩოში სისტემატურად გაიმართება.

You may also like

Leave a Comment

nineteen + eight =