Home სახელმწიფო – დიასპორის ამბები ჩინეთი საქართველოს ხარპინში ქართული დიასპორის შესახებ ინფორმაციის მოძიებაში დაეხმარება

ჩინეთი საქართველოს ხარპინში ქართული დიასპორის შესახებ ინფორმაციის მოძიებაში დაეხმარება

by administrator
0 comment
ხარპინის სახელმწიფო არქივი ჩინეთში საქართველოს საელჩოს ხარპინში ქართული დიაპორის წარმომადგენლების ვინაობისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოძიებაში დახმარება.
ამის შესახებ ცნობილი ჩინეთში საქართველოს ელჩის, არჩილ კალანდიას ხარპინის სახელმწიფო არქივის დირექტორთან შეხვედრის შემდეგ გახდა. ინფორმაციას ჩინეთში საქართველოს საელჩო სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი ჩრდილოეთ ჩინეთში მდებარე ქალაქ ხარპინში, საელჩოს თანამშრომლებთან ერთად სამუშაო მივლინებით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ხარპინის სახელმწიფო არქივის დირექტორთან. შეხვედრის დროს ეთხოვა ჩინურ მხარეს დახმარება ქართული დიასპორის შესახებ ინფორმაციის მოძიებაში. მან გამოხატა მზადყოფნა თანამშრომლობისთვის. მხარეები შეთანხმდნენ, კოორდინირებული მუშაობის გაგრძელებაზე. 

საელჩოს თანამშრომლებმა ასევე მოინახულეს ხარპინში გასული საუკუნის დასაწყისში მცხოვრები, ქართული დიასპორის ხელმძღვანელის, ივლიანე ხაინდრავასა და სხვა თანამემამულეების საფლავები.
ცნობისთვის, 1904 წელს ხარპინში დაარსდა ქართული დიასპორა. იმავე პერიოდში იქმნება ქართული ბიბლიოთეკა. XX საუკუნის პირველ ნახევარში ხარპინში მცხოვრები ქართველები, რომელთა რაოდენობაც სხვადასხვა ისტორიული წყაროების მიხედვით, რამდენიმე ასეულიდან სამი ათასამდე ადამიანს შეადგენდა, აქტიურად მონაწილეობდნენ ქალაქის ეკონომიკურ და სამეწარმეო საქმიანობაში, ასევე ადგილობრივ პოლიტიკურ პროცესებში. აღსანიშნავია, რომ ისინი კომუნიკაციაში იყვნენ საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკასთანაც.

You may also like

Leave a Comment

8 + twenty =