Home სახელმწიფო – დიასპორის ამბები შეხვედრა სიდნეიში დიასპორის წარმომადგენლებთან

შეხვედრა სიდნეიში დიასპორის წარმომადგენლებთან

by administrator
0 comment

საკონსულო შემოვლის ფარგლებში, სიდნეიში გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბექა დვალის, გაცნობითი შეხვედრა სიდნეიში მცხოვრები ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებთან.

ელჩმა თანამემამულეებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების, ასევე, ავსტრალიასა და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობებში საქართველოს პრიორიტეტების თაობაზე. ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს საელჩოს და ავსტრალიაში მცხოვრებ თანამემამულეებს შორის კავშირის გაძლიერების აუცილებლობას და ისაუბრა დიასპორული ორგანიზაციის ჩამოყალიბების მიზანშეწონილობაზე.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით მიმდინარე დიასპორულ პროგრამებზე, რომლითაც სარგებლობა ავსტრალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ.

You may also like

Leave a Comment

2 × 4 =