Home გართობა და შჯიბრებებიდიასპორის ნიჭი შეხვედრა ირლანდიაში მოღვაწე წარმატებულ ქართველ სპორტსმენებსა და მწვრთნელებთან

შეხვედრა ირლანდიაში მოღვაწე წარმატებულ ქართველ სპორტსმენებსა და მწვრთნელებთან

by administrator
0 comment

ირლანდიაში საქართველოს საელჩოში გაიმართა შეხვედრა ირლანდიაში მოღვაწე წარმატებულ ქართველ სპორტსმენებსა და მწვრთნელებთან.

შეხვედრის ფარგლებში, სპორტის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაეცნოთ საელჩოსთვის თავიანთი საქმიანობა, მიღწევები და არსებული გამოწვევები.

ირლანდიაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზურაბაშვილმა ხაზი გაუსვა სპორტის სფეროში ჩვენი თანამემამულეების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას და მათ წარმატებები უსურვა. მან, ასევე, ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის, განხორციელებული რეფორმებისა და დემოკრატიული მიღწევების შესახებ.

საელჩოს კონსულმა, ნინო შამუგიამ მოსულ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია საკონსულო საქმიანობის შესახებ და საკონსულო სფეროში დასმულ კითხვებს უპასუხა.

You may also like

Leave a Comment

ten + 18 =