ლიეტუვაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ვილნიუსის უნივერსიტეტში მოქმედ ქართული ენის კურსზე რეგისტრაცია დაიწყო. კურსი ხორციელდება ვილნიუსის უნივერსიტეტის „სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე“ პროგრამის ფარგლებში.
ქართული ენის კურსის გავლა უფასია და კურზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
ამასთან, ვილნიუსის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებს შეუძლიათ, ქართული ენა ისწავლონ, როგორც არჩევითი საგანი, ხოლო უნივერსიტეტის სხვა ფაკულტეტის სტუდენტებს, როგორც თავისუფალი საგანი.
ლექციები ჩატარდება ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს, 17:00-დან 18:30 საათამდე, ფილოლოგიის ფაკულტეტის ქართულ აუდიტორიაში.
ლექციები დაიწყება 19 სექტემბრიდან.
რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://mvg.vu.lt/programs/2753/