Home ეროვნული სული “სამოთხის შეხება” – ქართული ანბანისადმი მიძღვნილ გამოფენა ფლორენციაში

“სამოთხის შეხება” – ქართული ანბანისადმი მიძღვნილ გამოფენა ფლორენციაში

by administrator
0 comment

ფლორენციის სასახლის ისტორიულ შენობაში ქართული ანბანისადმი მიძღვნილი გამოფენა “სამოთხის შეხება” მოეწყო,  სადაც წარმოდგენილი იყო  კალიგრაფისა და მხატვრის, გიორგი სისაურის ნამუშევრები –  38 საზედაო ასოსა და 19 რელიგიურ თემაზე შექმნილი გამოსახულება.

ღონისძიება საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და  „დანტე ალიგიერის საზოგადოების“ მხარდაჭერით გაიმართა.

გამოფენას დიპლომატიური კორპუსის, რომის კურიისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გამოფენაზე  იმყოფებოდა ასევე იტალიაში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი.

You may also like

Leave a Comment

2 × 2 =