Home სახელმწიფო – დიასპორის ამბები ათენში ქართული დიასპორის წარმომადგენლები მუხრან გულაღაშვილს შეხვდნენ

ათენში ქართული დიასპორის წარმომადგენლები მუხრან გულაღაშვილს შეხვდნენ

by administrator
0 comment

„ათენში საქართველოს დღეების“ ფარგლებში, საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, გაიმართა ათენის ქართული დიასპორის წარმომადგენლების შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორთან, მუხრან გულაღაშვილთან.

დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა ისაუბრა დიასპორასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკაზე. აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფო და ბუნებრივია, საგარეო საქმეთა სამინისტრო, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან აქტიურ კომუნიკაციას და საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის უზრუნველყოფას.

მუხრან გულაღაშვილმა დიასპორის წარმომადგენლებს გააცნო ის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, რომელსაც სამინისტრო უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის ახორციელებს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ზოგადად ქართული დიასპორის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და არსებული სირთულეების გადაჭრის გზებს.

სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ „ათენში საქართველოს დღეების“ ორგანიზების ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. მსგავსი აქტივობები, ერთი მხრივ, ემსახურება ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას საზღვარგარეთ, ხოლო მეორე მხრივ, ქართული კულტურის და საქართველოს პოპულარიზაციას უწყობს ხელს ადგილსამყოფელ ქვეყანაში. მუხრან გულაღაშვილმა წარმატებები უსურვა ქართულ დიასპორას და მას მხარდაჭერა აღუთქვა.

შეხვედრაზე სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა ათენის ქართული დიასპორის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა.

 

You may also like

Leave a Comment

fifteen − 11 =