Home გართობა და შჯიბრებები საქველმოქმედო კონცერტი დუბლინში

საქველმოქმედო კონცერტი დუბლინში

by administrator
0 comment

ირლანდიაში ქართულმა დიასპორამ, საქართველოს საელჩოს თანაორგანიზებით და სოლიდარობის ფონდის მხარდაჭერით, ონკოლოგიურ დაავადებათა მქონე პატარა თანამემამულეების დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გამართა.

“ირლანდიაში, დუბლინის ცენტრში ასობით ჩვენი თანამემამულე შეიკრიბა, რათა მხარდაჭერა გამოუცხადონ “სოლიდარობის ფონდს”, ჩვენს ახალგაზრდა და პატარა თანამემამულეებს და თავიანთი თანადგომა გამოხატონ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მძიმა დაავადებას ებრძვიან. მართალია, ქართული დიასპორისათვის ქველმოქმედება არ არის უცხო, მაგრამ ამ ფორმით, ასეთი ჩართულობით, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის უპრეცენდენტო ღონისძიება. დიდი იმედი გვაქვს, რომ ირლანდიაში ჩვენს დიასპორას მიბაძავენ სხვა ჩვენი სათვისტომოებიც” – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.

კონცერტში მონაწილეობა მომღერალმა ლაშა ღლონტმა და ანსამბლმა “კავკასიონმა” მიიღო.

You may also like

Leave a Comment

fourteen + 7 =