Home ეროვნული სული რომში ოთარ იოსელიანის 90 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

რომში ოთარ იოსელიანის 90 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

by administrator
0 comment

მიმდინარე წლის 2 თებერვალს. ოთარ იოსელიანის დაბადების დღეს, რომის კინო მოყვარულთა ცენტრში (Casa del Cinema) კინორეჟისორის მეგობრები, კოლეგები და თაყვანისმცემლები შეიკრიბნენ ლეგენდარული ხელოვანის 90 წლისთავთან დაკავშირებით პატივის მისაგებად.

ღონისძიება ორგანიზებული იყო კინორეჟისორის იტალიელი მეგობრების, კარლო ჰინტერმანის, ლუჩიანო ბარკაროლისა და დანიელე ვილას მიერ, ვატიკანში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით.

ღონისძიებას არაერთი ცნობილი კინორეჟისორი, კინოკრიტიკოსი, სცენარისტი, პრესტიჟული იტალიური და საერთაშორისო კინოფესტივალების დირექტორი ესწრებოდა. საღამოზე იმყოფებოდნენ, ასევე, ოთარ იოსელიანის ოჯახის წევრებიც.

სხვა გამომსვლელებთან ერთად, სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს დროებითმა რწმუნებულმა ვატიკანში სოფო ქარცივაძემ, რომელმაც ისაუბრა იოსელიანის შეუდარებელ წვლილზე ქართულ და მსოფლიო კინოში, მისი ფილმების უნივერსალურ, მაგრამსიღრმისეულად ქართულ სულზე.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მცირე მიღება, სადაც სტუმრებმა ქართული ღვინო დააგემოვნეს. საღამოს დასასრულს კი, კინომოყვარულებს მისი ბოლო ფილმის Chant d’hiver-ის ყურების შესაძლებლობა მიეცათ.

 

You may also like

Leave a Comment

18 − 15 =