გერმანიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, თამარ ჩომახიძის ინიციატივით, 8 აგვისტოს ქალაქ ბერლინში დემონსტრაცია გაიმართა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას მიეძღვნა.
დემონსტრაციაში მონაწილეობა მიიღეს გერმანიაში მცხოვრებმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა.
შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამა “იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი” საშუალებას აძლევს საზღვარგარეთ მცხოვრებ ახალგაზრდებს, ერთწლიანი მანდატით გახდნენ „ახალგაზრდა ელჩები“ და ხელი შეუწყონ საქართველოს პოპულარიზაციას ადგილსამყოფელ ქვეყნებში.
აღნიშნული პროგრამის შესახენ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: http://gda.ge/pages/ikavi-sheni-kveknis-akhalgazrda-elchi