Home ეროვნული სული ბრიუსელში ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის დაარსების 10 წლის იუბილე აღინიშნა

ბრიუსელში ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის დაარსების 10 წლის იუბილე აღინიშნა

by administrator
0 comment
ბრიუსელში 9 ივნისს, საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს ეკლესიის ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის დაარსების 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებმა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორის დეპარტამენტის დირექტორმა, მუხრან გულაღაშვილმა მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ელჩმა ვახტანგ მახარობლიშვილმა ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსს, ყოვლადუსამღვდელოეს მეუფე დოსითეოსს, „დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება 2024“ პროგრამის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპატიო სიგელი და სპეციალური ჯილდო გადასცა. 
საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ბრიუსელის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგია გაიმართა, რომელიც ანსამბლ „დიდგორისა“ და ბელგიის ქართული დიასპორის წარმომადგენლების მიერ მუსიკალური ნაწარმოებების შესრულებით გაგრძელდა.
ღონისძიებას ევროკავშირთან და ნატოსთან საქართველოს წარმომადგენლობების, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოსთან საქართველოს საელჩოს დიპლომატები და ბელგიის ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის ფარგლებში საქართველოს საელჩოსა და დიასპორის წარმომადგენლებმა ბელგიაში ქართული სათვისტომოს აქტუალურ საკითხებზე მოსაზრებები გაცვალეს.

You may also like

Leave a Comment

five − 4 =