Home სახელმწიფო – დიასპორის ამბები ანთიმოზ ივერიელის სახელობის რუმინულ-ქართული მეგობრობის ასოციაცია დაფუძნდა

ანთიმოზ ივერიელის სახელობის რუმინულ-ქართული მეგობრობის ასოციაცია დაფუძნდა

by administrator
0 comment
რუმინეთში  ანთიმოზ ივერიელის სახელობის რუმინულ-ქართული მეგობრობის ასოციაცია დაფუძნდა. ასოციაციის პრეზიდენტი რუმინეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, რამონა მანესკუ, იქნება. მან ღონისძიებაზე ასოციაციის სამომავლო გეგმებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას და მოწვეულ სტუმრებს, რომელთა შორის იყვნენ რუმინეთის სამთავრობო და აღმასრულებელი, აკადემიური და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები, სიტყვით მიმართა რუმინეთში საქართველოს ელჩმა, თამარ ბერუჩაშვილმა.
ელჩი მიესალმა სახალხო დიპლომატიის ამ ინიციატივას, რომელიც რუმინეთში პირველად ჩამოყალიბდა მეგობრობის ასოციაციის სახით და მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს კულტურული, საგანმანათლებლო და ეკონიმიკური კავშირების ხელშეწყობის კუთხით. ასევე, მისი თქმით, აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს რუმინეთში საქართველოს ცნობადობის გაზრდას და პოპულარიზაციას.
საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოში რუმინეთის ელჩმა, რაზვან როტონდუმ.
ღონისძიების ბოლოს გაიმართა ასოციაციის პარტნიორი კომპანიის მიერ ორგანიზებული ქართული ღვინის დეგუსტაცია.

You may also like

Leave a Comment

20 + fifteen =