Home გართობა და შჯიბრებები ქართული ღვინის დეგუსტაცია ჰავანაში

ქართული ღვინის დეგუსტაცია ჰავანაში

by administrator
0 comment
ქალაქ ჰავანაში, ცნობილ შემოქმედებით სივრცეში – Fábrica de Arte Cubano, რესტორან Costa Vino-თან თანამშრომლობით, ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიებას ცნობილი კუბელი სომელიე ალეხანდრო ერერა სარდუი უძღვებოდა.
ღონისძიება გაიხსნა პრეზენტაციით, რომელიც წარადგინა საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ბარბარე მახარაძემ. მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ქართული ღვინის წარმოების 8000-წლიან ურღვევ ტრადიციას და ქვევრის უნიკალურ მეთოდს, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.
ღონისძიებას კუბის სარესტორნო სექტორის წარმომადგენლები, სომელიეები და შეფმზარეულები ესწრებოდნენ. მათ შესაძლებლობა მიეცათ, ღვინოსთან ერთად, ქართულ სამზარეულოსაც გასცნობოდნენ. ღონისძიების განმავლობაში კუბელი პიანისტი, როსა გარსია, ასრულებდა ქართულ მუსიკალურ ნაწარმოებებს.

You may also like

Leave a Comment

ten + twelve =