Home ეროვნული სული საზეიმო მიღება და ქართული ანბანის სამი სახეობის გამოფენა ბარსელონაში

საზეიმო მიღება და ქართული ანბანის სამი სახეობის გამოფენა ბარსელონაში

by administrator
0 comment
ბარსელონაში საქართველოს ეროვნულ დღესთან დაკავშირებული საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიება გახსნა და  სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა  ბარსელონაში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ალექსანდრე ჭკუასელმა.
ღონისძიება გაიმართა ბარსელონას ერთ-ერთ ისტორიულ შენობაში, სადაც მოეწყო ქართული ანბანის სამი სახეობის გამოფენა, ასევე დამსწრეთათვის წარმოდგენილ იქნა ქართული ხალხური სიმღერები ანსამბლ Georgian Folk-ის შესრულებით.  სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ ქართული სამზარეულო და ღვინო.
ოფიციალურ მიღებას ესწრებოდნენ, როგორც ცენტრალური, ასევე რეგიონალური ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირები, ქალაქ ბარსელონაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ასევე ადგილობრივი კულტურის, ხელოვნების, სპორტის, ბიზნეს წრეების და ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები.
                                                    

You may also like

Leave a Comment

2 × three =