Home გართობა და შჯიბრებებიდიასპორის ნიჭი დოჰაში მხატვარ მიხეილ ერისთავის გამოფენა გაიხსნა

დოჰაში მხატვარ მიხეილ ერისთავის გამოფენა გაიხსნა

by administrator
0 comment

2023 წლის 22 იანვარს, კატარში საქართველოს საელჩოს და კატარის კულტურის ფონდის ერთობლივი ორგანიზებით,  დოჰაში Katara-ს საგამოფენო დარბაზში კატარში მცხოვრები ქართველი მხატვრის მიხეილ ერისთავის გამოფენა გაიხსნა.

გამოფენაზე, რომელიც საქართველოსა და კატარს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში იმართება, წარმოდგენილია ქართველი მხატვრის მიერ შექმნილი 20-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი.

ღონისძიება კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა, ნიკოლოზ რევაზიშვილმა და კატარის კულტურის ფონდის – Katara-ს გენერალურმა დირექტორმა, ხალედ ბინ იბრაჰიმ ალ სულაიტიმ ერთობლივად გახსნეს. გამოფენის გახსნას დაესწრნენ კატარში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის ელჩები და დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეების და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ასევე კატარში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები.

სტუმრებს ერთი კვირის განმავლობაში ექნებათ შესაძლებლობა, ეწვიონ გამოფენას და დაათვალიერონ ქართველი მხატვრის ნამუშევრები.

You may also like

Leave a Comment

19 − 15 =