საქართველოს საელჩო კანადაში მიმდინარე წლის 14-15 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქეებისათვის საკონსულო მომსახურების ადგილზე გაწევის მიზნით, ქალაქ ტორონტოში საკონსულო შემოვლას გეგმავს.
მოქალაქეთა მიღება გაიმართება 14 ოქტომბერს 10:00-18:00 საათამდე და 15 ოქტომბერს 13:00-16:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: 21 Church St, Cookstown, ON L0L 1L0 (ახალი ეკლესიის შენობა).
ტორონტოში საკონსულო შემოვლის ფარგლებში შესაძლებელი იქნება შემდეგ მომსახურებებზე განცხადების შემოტანა:
- პასპორტი/პირადობის მოწმობა;
- პირადი ნომრის მინიჭება;
- საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა;
- ცნობები (ცნობა აქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ, ნასამართლეობის შესახებ ცნობა, ცნობა მართვის მოწმობის შესახებ);
- საქართველოს მოქალაქეობის საკითხები (მოქალაქეობის შენარჩუნება, საგამონაკლისო წესით მინიჭება, აღდგენის წესით მინიჭება, მოქალაქეობის დადგენა, მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭება);
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ: + 1 (613) 608 4322
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ადგილზე მომსახურების საფასურის გადახდა არ იქნება შესაძლებელი. ვიზიტის დროს თან უნდა იქონიოთ მომსახურების საფასური – Money Order ან Bank Draft, გამოწერილი Embassy of Georgia-ს სახელზე.
მომსახურების საფასური:
- საკონსულო ლეგალიზაცია – ერთი დოკუმენტი – CAD 20.83
- პასპორტი – CAD 69.43
- არასრულწლოვანის პასპორტი – CAD 34.71
- პირადობა – CAD 41.66
- დასაბრუნებელი მოწმობა – CAD 48.60
- მართვის მოწმობის შესახებ ცნობა – CAD 34.71
დამზადებული დოკუმენტის მისაღებად, ვიზიტისას უნდა წარმოადგინოთ წინასწარ გადახდილი კონვერტი, ადრესატის ზუსტი საფოსტო მისამართით. წინააღმდეგ შემთხვევაში, დამზადებული დოკუმენტების გასატანად უნდა გამოცხადდეთ ქალაქ ოტავაში საქართველოს საელჩოში.