ფილმის დაწყებამდე სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოსა და ესტონეთის ელჩებმა, არჩილ კალანდიამ და ჰანეს ჰანსომ.
ესტონეთის ელჩმა ისაუბრა თავის დროზე აფხაზეთში მცხოვრებ ესტონურ დიასპორაზე და, თუ რა პოპულარობით სარგებლობს ესტონეთში მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მომგები “მანდარინები”.
ფილმის ჩვენების შემდეგ ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.

