2023 წლის 7-10 ივნისს იგეგმება საკონსულო ოლქის შემოვლა ქალაქ მელბურნში საქართველოს მოქალაქეთათვის საკონსულო მომსახურების ადგილზე გაწევის მიზნით.
შესაბამისი მომსახურების მისაღებად საჭიროა წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგი ბმულის საშუალებით – www.geoconsul.gov.ge , აირჩიოთ შესაბამისი მომსახურება და შეავსოთ განაცხადი ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საელჩოს მისამართზე.
რეგისტრაციის გავლის შემდეგ ადგილზე წარმოსადგენი საბუთები:
პირადობის ელექტრონული მოწმობა
- ერთი ფოტოსურათი 3/4;
- საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (30 აშშ დოლარი).
პასპორტი სრულწლოვნისთვის
- ერთი ფოტო სურათი 3/4;
- საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (50 აშშ დოლარი).
პასპორტი არასრულწლოვანთათვის
- ერთი ფოტო სურათი 3/4;
- საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (25 აშშ დოლარი);
- დაბადების მოწმობა. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი დაბადებულია ავსტრალიაში, დაბადების მოწმობა უნდა იქნას დამოწმებული აპოსტილის წესით.
- 16 წლამდე არასრულწლოვნის შემთხვევაში, სავალდებულოა ორივე მშობლის გამოცხადება, ხოლო 16 წლიდან საკმარისია ერთი მშობლის მოსვლა და მეორეს თანხმობა.
- მშობლების მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობა ან პასპორტი. დოკუმენტის ორიგინალი და ასლი).
საბანკო რეკვიზიტები, სადაც უნდა ჩარიცხოთ თანხა:
ACCOUNT NAME: EMBASSY OF GEORGIA
BSB-062900
ACCOUNT NUMBER: 10735930
SWIFT: CTBAAU2S
BRANCH: LONDON CIRCUIT BRANCH ADDRESS: 181 LONDON CIRCUIT CANBERRA, ACT 2602