ისრაელში ლეგალურ დასაქმებას ქართველი მშენებლები შეძლებენ. ამის შესახებ ისარელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს.
“ისრაელის მშენებლობის მინისტრთან იცხაკ გოლდკნოფთან ისრაელ-საქართველოს შორის მშენებლობის და სამშენებლო ბიზნესის განვითარების, და ისრაელში ქართველი სპეციალისტების ლეგალურად დასაქმების გზები განვიხილეთ” – წერს ლაშა ჟვანია და დასძენს, რომ ოქტომბრისთვის იგეგმება მშენებლობის და დეველოფმენთის საქმიანი ფორუმის გამართვას, რაც ორი ქვეყნის კომპანიებს შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.