Home ეროვნული სული ქართული დიასპორის დღე ნიუ იორკში

ქართული დიასპორის დღე ნიუ იორკში

by administrator
0 comment
აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ზალკალიანმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ქართული დიასპორის დღე ნიუ იორკში მცხოვრებ თანამემამულეებთან ერთად აღნიშნა.
ამის შესახებ ინფორმაციას დავით ზალკალიანი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ და ეპარქიის სამღვდელოებამ, ღვთისმოსავ მრევლთან ერთად სამადლობელი საღმრთო ლიტურგია აღავლინა ნიუ იორკის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში.
ქართული დიასპორის სახლის, ინა ასანიძის და თამარა ტორესის ორგანიზებით გაიმართა გალა კონცერტი ცნობილი ქართველი მომღერლების, ხელოვანებისა და დიასპორული ანსამბლების შესრულებით.
ელჩმა დავით ზალკალიანმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და მათ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ქართული დიასპორის დღე მიულოცა.

You may also like

Leave a Comment

2 × 5 =