Home ეროვნული სული “საქართველო დასაბამიდან შუა საუკუნეებამდე” – ქართველური სწავლების სემესტრი ბერნის უნივერსიტეტში

“საქართველო დასაბამიდან შუა საუკუნეებამდე” – ქართველური სწავლების სემესტრი ბერნის უნივერსიტეტში

by administrator
0 comment

ბერნის უნივერსიტეტში  დაიწყო ქართველური სწავლების სემესტრი, სახელწოდებით “საქართველო დასაბამიდან შუა საუკუნეებამდე”.

სალექციო კურსი შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს, ბერნისა და ფრიბურგის უნივერსიტეტების ჰუმანიტარული ფაკულტეტების ერთობლივი უნიკალური პროექტია, რომლის ფარგლებშიც ქართველი და უცხოელი პროფესორები კითხულობენ ლექციებს საქართველოს ისტორიის, კულტურის, არქეოლოგიის, ხელოვნების, ქართული ენისა და დამწერლობის, ქართული გალობის, ფოლკლორისა და მრავალხმიანობის შესახებ.

სალექციო კურსი გახსნა შვეიცარიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რევაზ ლომინაძემ. მან ისაუბრა საქართველოს უძველესი ისტორიისა და კულტურის შესახებ, რომელიც თვითმყოფადი სახით ჩამოყალიბდა და რომელმაც ღირებული წვლილი შეიტანა სხვადასხვა პერიოდში მსოფლიოს კულტურათა მნიშვნელოვანი ტენდენციის ჩამოყალიბებაშიც.

პირველი ლექციის თემა იყო სალექციო კურსის შესავალი და მიმოხილვა. ლექციას უძღვებოდა ბერნის უნივერსიტეტის პროფესორი, მეცნიერებათა დოქტორი მანუელა შტუდერ-კარლენი.  როგორც მან აღნიშნა, წლევანდელ სალექციო კურსზე მთავარი აქცენტი არქეოლოგიასა და პრეისტორიულ ხანაზე გაკეთდება. ასევე ისაუბრა უძველესი ქართული სახელმწიფოების კოლხას და იბერიის შესახებ, რომლებიც ათასწლეულების მანძილზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრებს წარმოადგენდნენ და რომლებმაც უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულეს ჰელინისტური და რომაული ცივილიზაციების ჩამოყალიბებაში.

ლექციაზე სიტყვით გამოვიდნენ ბერნისა და ფრიბურგის უნივერსიტეტების პროფესორები, მეცნიერებათა დოქტორი მანანა ტოფაძე-გოიმანი და შვეიცარელი მუსიკათმცოდნე, საპატიო დოქტორი თომას ჰოიზერმანი.

 

You may also like

Leave a Comment

4 × two =