Home სახელმწიფო – დიასპორის ამბები საგარეო საქმეთა მინისტრი ირლანდიაში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი ირლანდიაში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

by administrator
0 comment

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ირლანდიაში ვიზიტის ფარგლებში, ირლანდიაში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა ირლანდიაში საქართველოს საელჩოში გაიმართა.

მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ქართული დიასპორის მნიშვნელოვანი როლი ირლანდიაში საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში. აგრეთვე, ვრცლად მიმოიხილეს სახელმწიფოს მიერ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების მხარდაჭერისკენ მიმართული ძალისხმევა, რაც, მათ შორის, სხვადასხვა პროგრამასა და პროექტში გამოიხატება.

მინისტრმა დიასპორის წარმომადგენლებს მოუწოდა, აქტიურად ჩაერთონ სახელმწიფოს მიერ დაგეგმილ აქტივობებში და გამოიყენონ საკუთარი შესაძლებლობები ქვეყნის იმიჯის განმტკიცებისა და გაძლიერებისთვის.

დიასპორის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ირლანდიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერისთვის.

 

You may also like

Leave a Comment

2 × 4 =