საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ზალკალიანი პენსილვანიის წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარს ეწვია და დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო ღონისძიებას დაესწრო, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში ქართული ეპარქიისა და ნიუ იორკისა და პენსილვანიის შტატებში მცხოვრები ქართული დიასპორული ორგანიზაციების ინიციატივით გაიმართა. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ პენსილვანიისა და ნიუ იორკის შტატებში მცხოვრები თანამემამულეები, აშშ-ში მოღვაწე ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები და საქართველოს საელჩოს და ნიუ იორკში საქართველოს საკონსულოს დიპლომატები.
