Home ეროვნული სული ბულგარეთში საქართველოს ელჩი დიასპორელ სტუდენტებს 26 მაისის ღონისძიებებში მონაწილეობას სთავაზობს

ბულგარეთში საქართველოს ელჩი დიასპორელ სტუდენტებს 26 მაისის ღონისძიებებში მონაწილეობას სთავაზობს

by administrator
0 comment
ბულგარეთში საქართველოს ელჩმა, ოთარ ბერძენიშვილმა, ქალაქ ბლაგოევგრადში არსებული ამერიკული უნივერსიტეტის (AUBG) ქართველ სტუდენტებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას სთავაზობს.
ეს შეთავაზება ელჩმა ქართველ სტუდენტებთან, რომლებიც ბულგარეთში არსებული ქართული სათვისტომოს მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე გააჟღერა. მან სტუდენტებს ასევე გააცნო საელჩოს სამომავლო გეგმები.
გარდა ამისა, ოთარ ბერძენიშვილი შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს დევიდ ევანსს, რომელთანაც სასწავლებელსა და საელჩოს შორის არსებული ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.

You may also like

Leave a Comment

nine + 20 =