Home სახელმწიფო – დიასპორის ამბები ნიდერლანდებში საქართველოს საელჩომ GIMPHA-ს ყოველწლიურ შეკრებას უმასპინძლა

ნიდერლანდებში საქართველოს საელჩომ GIMPHA-ს ყოველწლიურ შეკრებას უმასპინძლა

by administrator
0 comment

ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩომ ჰააგაში დიასპორული ორგანიზაცია „ქართული საერთაშორისო სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციაციის (GIMPHA)“ ყოველწლიურ შეკრებას უმასპინძლა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეკრებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ კონსტანტინიდი და საქართველოს ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს უფროსი ლიანა ჭუმბურიძე დაესწრნენ.

მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს ორგანიზაციის ფარგლებში მიმდინარე პროექტები, იმსჯელეს საქართველოს ჯანდაცვის სფეროს განვითარებაში საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი პროფესიონალების პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობებსა და სამომავლო გეგმებზე.

ასოციაცია GIMPHA საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და საქართველოში კოლეგებთან ერთად მუშაობს პროექტზე, რომლის ფარგლებში იგეგმება უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმების უფრო მეტად ჩართვა საქართველოს ჯანდაცვის სიტემის განვითარებაში.

ჰააგაში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 50-მდე მედიკოსმა და სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელმა, ასევე სამედიცინო სასწავლო ცენტრების და უნივერსიტეტების ხელმძღვანელებმა და სხვა ოფიციალურმა სტუმრებმა.

You may also like

Leave a Comment

twelve − 6 =