Home სახელმწიფო – დიასპორის ამბები ზალკალიანი აშშ-ის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის ქართველი კურსდამთავრებულების გამოშვების ცერემონიას დაესწრო

ზალკალიანი აშშ-ის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის ქართველი კურსდამთავრებულების გამოშვების ცერემონიას დაესწრო

by administrator
0 comment
აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი აშშ-ის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის გამოშვების ცერემონიას დაესწრო და ქართველ კურსდამთავრებულებს, პოლკოვნიკ იოსებ ნიკოლეიშვილს და პოლკოვნიკ ენრი ენუქიძეს სწავლის წარმატებით დასრულება მიულოცა.
აშშ-ის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო კურსები საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის, აშშ-ის “საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და წვრთნის” (International Military Education and Training – IMET) ფარგლებში ხორციელდება. კურსები წარმოადგენს ოფიცერთა სამხედრო განათლების უმაღლეს საფეხურს და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული დონის განათლებასთან ერთად მოიცავს, ასევე, სამეცნიერო სამაგისტრო პროგრამას.

You may also like

Leave a Comment

2 × four =