Home სახელმწიფო – დიასპორის ამბები საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი ბურსაში

საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი ბურსაში

by administrator
0 comment
თურქეთში საქართველოს საელჩოს თანამონაწილეობითა და თურქეთის მარმარილოს რეგიონის კავკასიურ-ქართული ასოციაციების ფედერაციაში შემავალი ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციის ორგანიზებით  საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ადგილობრივი ქართული დიასპორული ასოციაციების ბაზაზე მოქმედმა ანსამბლებმა, ასევე, საქართველოდან, კერძოდ, ქუთაისიდან და ბათუმიდან მიწვეულმა შემოქმედებითმა კოლექტივებმა.
ფესტივალს თურქეთში საქართველოს ელჩი, გიორგი ჯანჯღავა,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან, ასევე, ქუთაისის მერთან, იოსებ ხახალეიშვილთან ერთად, დაესწრო. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ
ქალაქ ბურსას მერი, ქალაქ ინეგოლის მერი და გამგებელი, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები, თურქეთის სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის რეგიონალური ოფისების ხელმძღვანელი პირები, ადგილობრივი მოსახლეობა და ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ქართული დიასპორული ასოციაციების ხელმძღვანელები და წევრები.
გიორგი ჯანჯღავამ  მადლობა გადაუხადა თურქულ მხარეს, ბურსის რეგიონში მოქმედი ქართული ასოციაციების საქმიანობის ხელშეწყობისა და მხარდაჭერისათვის. მან ასევე გამოხატა მადლიერება ფესტივალის ორგანიზატორებისა და დიასპორის წარმომადგენლებისადმი, თურქეთის რესპუბლიკაში ქართული კულტურის პოპულარიზაციასა და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის.  ელჩმა ზემოაღნიშნული ფედერაციისა და ასოციაციის ხელმძღვანელებს მადლობის სიგელები გადასცა.

You may also like

Leave a Comment

three × 4 =