Home გართობა და შჯიბრებები საქართველოს საელჩომ ნიდერლანდური ფოლკლორული ანსამბლის წარდგენას უმასპინძლა

საქართველოს საელჩომ ნიდერლანდური ფოლკლორული ანსამბლის წარდგენას უმასპინძლა

by administrator
0 comment

2023 წლის 24 მარტს საქართველოს საელჩოში გაიმართა ნიდერლანდური ფოლკლორული კვარტეტის „ქართული ანსამბლის“ წარდგენა.

მუსიკალური საღამოს გახსნით ნაწილში საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით სოლომონიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ ქართულმა ხალხურმა მუსიკალურმა შემოქმედებამ და ტრადიციულმა მრავალხმიანობამ გაამდიდრა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საგანძური.

კონცერტი ორგანყოფილებიანი იყო. ქართველი დირიჟორის, ქეთევან წიკლაურის ხელმძღვანელობით, კვარტეტმა შეასრულა, როგორც ქართული ხალხური პოლიფონიის ნიმუშები, ასევე სხვადასხვა კომპოზიტორთა საავტორო ნაწარმოებები.

მუსიკალური ნაწილის პარალელურად, აუდიენცია გაეცნო ქართული ფოლკლორული მუსიკის შესახებ მოკლე მიმოხილვას, რომელიც პრეზენტაციის სახით საელჩოს მრჩეველმა, ხუტა სალიამ წარადგინა.

ღონისძიების შემდგომ მსმენელებს შესაძლებლობა მიეცათ, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და ტრადიციული კერძები.

You may also like

Leave a Comment

three × one =