Home ეროვნული სული გემლიქის აჭარელ ქართველთა კულტურისა და ურთიერთსოლიდარობის ასოციაციის ახალი ოფისი გაიხსნა

გემლიქის აჭარელ ქართველთა კულტურისა და ურთიერთსოლიდარობის ასოციაციის ახალი ოფისი გაიხსნა

by administrator
0 comment
ქალაქ გემლიქის აჭარელ ქართველთა კულტურისა და ურთიერთსოლიდარობის ასოციაციის ახალი ოფისი გაიხსნა. ოფისის გახსნის საზეიმო ცერემონიას თურქეთში საქართველოს ელჩი, გიორგი ჯანჯღავა დაესწრო. მან ბურსის რეგიონში სამუშაო მივლინების ფარგლებში, შეხვედრა გამართა ქალაქ ბურსის ბათუმისა და მისი შემოგარენის კულტურისა და ურთიერთდახმარების ასოციაციის ხელმძღვანელთან და წევრებთან.
შეხვედრებზე განიხილეს ერთობლივი კულტურული პროექტების განხორციელების შესაძლებლობები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.
ელჩმა შეხვედრებზე ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე საქართველოს განვითარების და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში და აღნიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა საქართველოს მთავრობის და საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისევე როგორც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. გიორგი ჯანჯღავამ, აგრეთვე, ისაუბრა იმ პროექტებსა და ინიციატივებზე, რაც მთავრობას გააჩნია საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებში კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების მიმართულებით.
მან დიასპორის წარმომადგენლებს  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სახელით მადლობა გადაუხადა თურქეთის რესპუბლიკაში ქართული კულტურის პოპულარიზაციასა და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის და უსურვა მათ წარმატებები შემდგომ საქმიანობაში. 
გიორგი ჯანჯღავამ ასევე გამართა შეხვედრა ქალაქ ბურსაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან, სადაც თანამემამულეებს მიაწოდა ინფორმაცია თურქეთში საქართველოს საელჩოსა და გენერალური საკონსულოების ზოგადი საქმიანობის შესახებ. საუბარი შეეხო საქართველოს მოქალაქეთა წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს.
შეხვედრის ფარგლებში თანამემამულეებს მიეცათ შესაძლებლობა, დაესვათ შეკითხვები საკონსულო საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც მათ ადგილზე გაეწიათ შესაბამისი კონსულტაცია.

You may also like

Leave a Comment

seventeen − 2 =