აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ზალკალიანმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ქართული დიასპორის დღე ნიუ იორკში მცხოვრებ თანამემამულეებთან ერთად აღნიშნა.
ამის შესახებ ინფორმაციას დავით ზალკალიანი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
ქართული დიასპორის სახლის, ინა ასანიძის და თამარა ტორესის ორგანიზებით გაიმართა გალა კონცერტი ცნობილი ქართველი მომღერლების, ხელოვანებისა და დიასპორული ანსამბლების შესრულებით.
ელჩმა დავით ზალკალიანმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და მათ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ქართული დიასპორის დღე მიულოცა.


