ბარსელონაში საქართველოს ეროვნულ დღესთან დაკავშირებული საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიება გახსნა და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ბარსელონაში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ალექსანდრე ჭკუასელმა.
ოფიციალურ მიღებას ესწრებოდნენ, როგორც ცენტრალური, ასევე რეგიონალური ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირები, ქალაქ ბარსელონაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ასევე ადგილობრივი კულტურის, ხელოვნების, სპორტის, ბიზნეს წრეების და ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

