Home კულინარიული დიპლომატია საქართველო სტუმრის სტატუსით გასტრონომიულ კონგრესში Madrid Fusion 2024

საქართველო სტუმრის სტატუსით გასტრონომიულ კონგრესში Madrid Fusion 2024

by administrator
0 comment

მიმდინარე წლის 29-31 იანვარს საქართველო სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა მსოფლიოში ყველაზე გავლენიან გასტრონომიულ კონგრესში Madrid Fusion – 2024.

საერთაშორისო კონგრესზე კულინარიის სფეროს ექსპერტებს, ბლოგერებს, კრიტიკოსებსა და სხვა სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს. საქართველოს სტენდზე ინტეგრირებულ სამზარეულოში გაიმართა მასტერკლასებიც.

კონგრესზე ქართული სამზარეულო წარადგინეს ქართველმა შეფ-მზარეულიმა დავით ნარიმანაშვილმა და მადრიდში მდებარე ქართულმა რესტორანმა „ნუნუკა“. გასტრო კონგრესის მონაწილეებს საქართველოს სომელიეთა ასოციაციის თავმჯდომარემ, შალვა ხეცურიანმა ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი ისტორია გააცნო.

29 იანვარს კონგრესის გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს ესპანეთის სამეფოში საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ნატო ჩიქოვანმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ. 31 იანვარს კი მთავარ სცენაზე, სადაც „მთავარი კერძი სტუმარ-მასპინძლობაა“, გაიმართა ქართული სუფრის პრეზენტაცია და  სამი სახის ქართული ღვინის დეგუსტაცია პროფესიული აუდიტორიისთვის.

 

You may also like

Leave a Comment

one × four =