იტალიაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური, ოლქის შემოვლის ფარგლებში, 5-6 აპრილს გეგმავს გასვლითი საკონსულო მომსახურების ორგანიზებას ფლორენციასა და მილანში.
გასვლით შეხვედრაზე საკონსულოს წარმომადგენლები ადგილზე ჩაიბარებენ საკონსულო მომსახურებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის განცხადებებს (სხვადასხვა ცნობები, ბიომეტრიული პასპორტი, ელ. პირადობის მოწმობა, დასაბრუნებელი მოწმობა, დოკუმენტის თარგმანი და სხვა), ასევე, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ საკონსულოს წარმომადგენლებს სამართლებრივ საკითხებზე გაესაუბრონ.
საკონსულო შეხვედრების ჩატარების თარიღებია: ფლორენცია – 5 აპრილი, 2023 და მილანი – 6 აპრილი, 2023 (შეხვედრების ზუსტი დრო და ადგილი მოგვიანებით გამოქვეყნდება).
საკონსულო მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
ტელეფონი: +39 3338879123;
ელ-ფოსტა: cons.rome@mfa.gov.ge;
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: