Home სახელმწიფო – დიასპორის ამბები ინფორმაცია ეკვადორში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

ინფორმაცია ეკვადორში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

by administrator
0 comment

საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში ავრცელებს ინფორმაციას ეკვადორში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ.

ეკვადორში გამოცხადებული შიდა შეიარაღებული კონფლიქტის და საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს საელჩო მოგიწოდებთ, დაიცვათ ეკვადორის მთავრობის მიერ დადგენილი სიფრთხილის ზომები, შეძლებისდაგვარად დარჩეთ სახლებში და საჭიროების შემთხვევაში, აუცილებლად დაუკავშირდეთ ეკვადორში საქართველოს საპატიო საკონსულოსა და ქ. ბუენოს-აირესში საქართველოს საელჩოს ქვემოთ მითითებულ ნომრებზე:

+593 99-980-1900

+54 9 11 3460 9573

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ საქართველოს საელჩოს არგენტინის რესპუბლიკაში: https://www.facebook.com/GeorgiainArgentina

 

You may also like

Leave a Comment

9 + 16 =