Home სახელმწიფო – დიასპორის ამბები შეხვედრა კენიაში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან

შეხვედრა კენიაში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან

by administrator
0 comment

ეთიოპიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, აფრიკის კავშირში მუდმივმა წარმომადგენელმა გია მაჭარაძემ და საელჩოს მრჩეველმა (საკონსულო ფუნქციებით) მიხეილ შელიამ, კენიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართეს ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

გია მაჭარაძემ შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მშენებლობასა და განვითარებაში დიასპორის ჩართულობის მნიშვნელობაზე და მათთან მიმართებაში არსებულ პრიორიტეტებზე.

საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა და საკონსულო ფუნქციების შემსრულებელმა დიასპორის წარმომადგენლებს აღუთქვეს დახმარება ყველა წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით.

You may also like

Leave a Comment

eighteen − nine =