საქართველო-კატარის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივი საიუბილეო საფოსტო მარკები გამოიცა, რომელზეც საქართველოსა და კატარის დედაქალაქების ღირშესანიშნაობებია გამოსახული.
საფოსტო მარკები კატარში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა და კატარის ფოსტის თავმჯდომარემ ფალეჰ მუჰამედ ალ ნუაიმიმ ერთობლივად წარადგინეს.
ნიკოლოზ რევაზიშვილმა მადლობა გადაუხადა კატარულ მხარეს მჭიდრო თანამშრომლობისთვის.
ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველოსა და კატარს შორის არსებულ ურთიერთობებს. მხარეებმა აღინიშნეს, რომ ერთობლივი საიუბილეო საფოსტო მარკა წარმოადგენს ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების კიდევ ერთ სიმბოლოს.
საიუბილეო საფოსტო მარკების გამოცემის ცერემონია კატარში საქართველოს საელჩოს ინიციატივით და კატარის და საქართველოს ფოსტასთან ერთობლივი თანამშრომლობით გაიმართა.
