2022 წლის 20 ოქტომბერს ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საელჩომ, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობამ European Alliance for Georgia-ს მიმდინარე პროექტის “How does NATO and European Union work?” ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატები • Young Diplomats of Georgia-ის დელეგაციას უმასპინძლა.
საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და სამომავლო გეგმებზე.ელჩმა განსაკურებული ყურადღება გაამახვილა იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც ევროკავშირში ინტეგრაცია აძლევს ახალგაზრდებს განათლების, დასაქმებისა და სხვადასხვა ქვეყნის კულტურასთან ზიარების კუთხით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა მიენიჭა.