Home გართობა და შჯიბრებები ანკარაში ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტი გაიმართა

ანკარაში ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტი გაიმართა

by administrator
0 comment

2023 წლის 13 დეკემბერს, საქართველოს საელჩოს აქტიური ჩართულობითა და ხელშეწყობით, ქალაქ ანკარაში მაყურებელთა წინაშე წარსდგა ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი  “რუსთავი“.

ღონისძიებას, საქართველოს ელჩთან, გიორგი ჯანჯღავასთან და საელჩოს დიპლომატებთან ერთად, დაესწრნენ ანკარაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, აგრეთვე, ადგილობრივი ხელისუფლების, თურქული კულტურულ-სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები და მედიისა და ქართული დიასპორული ასოციაციების მესვეურები.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ, სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის  “რუსთავის“ წევრებს, თურქეთში ქართული კულტურისა და ფოლკლორის პოპულარიზაციისთვის, მადლობის სიგელი გადასცა.

ამასთან, ანსამბლი „რუსთავი“ მაყურებელთა წინაშე 15 და 16 დეკემბერს ქალაქ სტამბოლში წარსდგა.

You may also like

Leave a Comment

sixteen − 4 =