Home ეროვნული სული ქართული კულტურა და ისტორია La Fábrica de Arte Cubano-ში

ქართული კულტურა და ისტორია La Fábrica de Arte Cubano-ში

by administrator
0 comment
8 ივნისს ჰავანაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ცნობილ შემოქმედებით სივრც La Fábrica de Arte Cubano-ში, LUDI თეატრთან და კუბელ პიანისტ როსა გარსიასთან თანამშრომლობით, გაიმართა ჩვენი ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი სასცენო დადგმა, რომელიც მოიცავდა კუბელი ხელოვნების მიერ ქართული კულტურისა და ისტორიის წარმოჩენას შესაბამისი აუდიო-ვიზუალური მასალის დახმარებით.
დადგმა მიჰყავდა მთხრობელს ქართული მუსიკალური ნაწარმოებების საფორტეპიანო შესრულების თანხლებით, მაყურებლისთვის იხატებოდა ქართული ანბანი, რომელიც დასასრულს დარიგდა დარბაზში.
პერფორმანსის შემდეგ სტუმრებმა ქართული ღვინო დააგემოვნეს, ასევე საშუალება მიეცათ, გასცნობოდნენ  ქართულ სამზარეულოს.
ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსისა და კუბური საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
                       

You may also like

Leave a Comment

three × 4 =