Home ეროვნული სული დედაენის დღისადმი მიძღვნილი მიღება დანიაში საქართველოს საელჩოში

დედაენის დღისადმი მიძღვნილი მიღება დანიაში საქართველოს საელჩოში

by administrator
0 comment

დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს დედაენის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა, რომელსაც კოპენჰაგენში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური, კულტურული წრის წარმომადგენლები და დანიაში მცხოვრები ქართულლი დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ელჩმა ნატა მენაბდემ ხაზი გაუსვა ქართული ენის განსაკუთრებულ როლს ჩვენი იდენტობისა და თვითმყოფადობის განსაზღვრის კუთხით.  მან ისაუბრა 1978 წლის 14 აპრილის მნიშვნელობაზე, როდესაც საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ქართველი ხალხის უდიდესი პატრიოტული სულისკვეთების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო სტატუსი შეუნარჩუნდა.

ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრის რანგში წარსდგა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, რომელმაც კულტურისა და ხელოვნების მიმართულებით ქართულ-დანიური ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების პრიორიტეტულობაზე გაამახვილა ყურადღება.

You may also like

Leave a Comment

four + 18 =