განსაკუთრებით აღსანიშნავია ანსამბლი “ფესვები”, რომლის ახალი თაობის ყველა წევრი აშშ-შია დაბადებული. ისინი სპეციალურად ჩამოფრინდნენ გერმანიაში ნიუ-იორკიდან. ასევე მონაწილეობდა ქართული ეთნოჯაზის ჯგუფი Ziryab-Akademie Ensemble, მუსიკოსი ზაზა მიმინოშვილი, ლევან ცხადაძე (კლარნეტი, ამსტერდამი),
ტენორი გიორგი ონიანი (ბონის საოპერო თეატრი), პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი (ბერლინი), ნანა ძიძიგური – პირველი ქართველი მომღერალი, რომელმაც ბაიროითის თეატრში უკვე მეორედ იმღერა, ვერიკო ჭუმბურიძე (ვიოლინო, მიუნხენი), რომელმაც რამდენიმე წლის წინ ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა ვენიავსკის სახელობის
საერთაშორისო კონკურსზე და ქეთი სეფაშვილი (ფორტეპიანო, ვენა), 15 წლის ანა ნამჩევაძე, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ სტენვეის კონკურსის გამარჯვებული გახდა. 

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ, გენერალურმა კონსულმა შტუტგარტში ლევან ღვაჩლიანმა და ღონისძიების ორგანიზატორებმა ანა ნანუაშვილმა და ბესო ნამჩევაძემ.
პროექტი განხორციელდა საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მხარდაჭერით.